მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარესტორნო ბიზნესი ძალას ვერ იკრებს… სამზარეულოდან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა - გურამ ბაღდოშვილი

ბაღდოშვილიი

საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე გურამ ბაღდოშვილის თქმით, დღეს კადრების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა ჰორეკა სექტორიდან ადამიანები სხვა პროფილებში გადავიდნენ. „სარესტორნო ბიზნესი ძალას ვერ იკრებს… სამზარეულოდან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა“, - განაცხადა მან.

გურამ ბაღდოშვილის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე კადრების მწვავე დეფიციტის გამო, სამუშაო ძალის სხვა ქვეყნებიდან შემოყვანას ფიქრობს.

„ჰორეკა სექტორიდან ადამიანები წავიდნენ და სხვა პროფილებში გადავიდნენ, სხვა სერვისებში და არა სამზარეულოში, რადგან რესტორანში მიმტანად ან მზარეულად რომ იმუშაო თუ ეს პროფესია არ გიყვარს დიდხანს ვერ გაძლებ. ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც განუხრელი სიყვარული აკავშირებს სტუმარ-მასპინძლობასთან.

მე ისედაც საერთაშორისო გუნდი მყავს რესტორანში, სხვადასხვა რჯულის და მოდგმის ადამიანები მუშაობენ. კადრებს შემოვიყვანდი, რადგან აქ ფიზიკურად არ არიან ადამიანები. ალბათ, მეხუთე ხარისხოვანი ქვეყნებიდან თუ შემოვიყვანთ და ვასწავლით", - განაცხადა საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები