მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სარესტორნო ბიზნესს კადრების დეფიციტი უფრო აქვს, ვიდრე სტუმრის” - მერიკო გუბელაძე

რესტორატორი

კერძო სექტორში სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტზე BMGDrive-ის ეთერში რესტორატორი მერიკო გუბელაძეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოცდილების მქონე თანამშრომლის დაქირავება გაცილებით გართულდა.

ჩვენს ბიზნესებს კადრები უფრო უჭირს, ვიდრე სტუმარი. კადრებში იმდენად გაგვიჭირდა, რომ, გულახდილად გეტყვით, გამოცდილ კადრზე აღარც ვსაუბრობთ. თუ ადრე CV-ს ვუყურებდით და კადრს გამოცდილების მიხედვით ვაფასებდით, არჩევანი გვქონდა, დღეს ეს თამასა დაწეული გვაქვს. ვთვლით, რომ თუ ახალგაზრდა მონდომებულია, ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი და ამიტომ გამოცდილების გარეშე ვაძლევთ შანსს. რაც რაღაც შემთხვევებში ამართლებს, რაღაც შემთხვევაში - არა.

ეს პრობლემა გლობალურია, პანდემიამდელ წლებთან შედარებით კონტრასტია ყველგან”, - ამბობს მერიკო გუბელაძე.

რესტორატორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორი სრულად ავტომატიზებული ვერ გახდება, ხელოვნური ინტელექტის ათვისების შანსი, აქაც არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები