საბანკო სექტორი კიდევ ერთი ახალი ბუფერის შექმნას მომდევნო წლიდან დაიწყებს. საუბარია სარეზოლუციო ფონდზე, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს დამატებითი ფულადი სახსრების წყარო იქნება. სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს 8 წელში უნდა მიაღწიოს. მომავალ წელს კი საბანკო სექტორს ჯამში ფონდში 40 მლნ ლარის მობილიზება მოუწევს. სარეზოლუციო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი წესი უკვე დაამტკიცა.