მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სარფის საბაჟოზე შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო"

5905fd6ab5259
BM.GE
30.04.17 19:04
964
აჭარის ა/რ მთავრობა განმარტავს, რომ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურექეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ფლობს რა სრულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი შეფერხებების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს და ხაზს უსვამს, რომ შექმნილი სიტუაცია გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. აღნიშნული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გახდა მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების მიზეზი, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ხდება შაბათ-კვირის დღეებში საქართველოში შემომსვლელთა გაზრდილი ნაკადის გამო.

თურქეთის მხარეს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამის შესახებ არაერთხელ იქნა აღნიშნული მასმედიის სხვადასხვა საშუალებით. რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს არსებულ ვითარებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან", - განმარტავენ აჭარის მთავრობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები