მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სარფსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

5b97d6f578a7a
BM.GE
11.09.18 18:52
473
საბაჟო გამშვები პუნქტებში ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, , არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების, გ.პ-ს, მ.გ-სა და ვ.მ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 18,008.5 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს, საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 236.54 გრამი) აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 18,008.5 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები