მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

5bb5d4e201d15
BM.GE
04.10.18 12:52
519
2 -3 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების, ნ.ფ-ს, ა.მ-სა და ა.კ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1400 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები