მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სარფში არადეკლარირებული ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

5bbb095635e03
BM.GE
08.10.18 11:36
531
6 ოქტომბერს, საბაჟო გამშვები პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, რ.დ.ბ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 9372 ლარის ღირებულების, 5 ცალი, არადეკლარირებული ოქროს ზოდი (საერთო წონა, 100 გრამი) აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 9372 ლარის ოდენობით შეეფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები