მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში მებაჟეებმა 187 ათას ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

63f87feaf06cd
BM.GE
24.02.23 13:13
627
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ი.მ.-ს, როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 5 ცალი არადეკლარირებული, მამაკაცის ძვირადღირებული საათი იქნა აღმოჩენილი.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 838 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები