მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მომსახურების საფასურში ცვლილებებია - როგორი იქნება განაკვეთები?

რკინიგზა

სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2025 წლის 1 იანვრიდან სარკინიგზო საწარმოებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვებისთვის უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება გაუჩნდათ, ხოლო ინფრასტრუქტურის მენეჯერებს, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლებისთვის უსაფრთხოების ავტორიზაციის ფლობის ვალდებულება. უსაფრთხოების სერტიფიკატს/ავტორიზაციას სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს, რომლის მომსახურებაც ფასიანია.

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შესახებ ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში 12 მარტს ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის – განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებიდან 5 თვის ვადაში შემდეგი საფასურით მოხდება:

  • როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, არ აღემატება 100 მეტრს – 3 000 ლარი;
  • როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, არის 100 მეტრზე მეტი და არ აღემატება 1 000 მეტრს – 5 000 ლარი;
  • როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, აღემატება 1 000 მეტრს – 10 000 ლარი.

ხოლო უსაფრთხოების ავტორიზაციის ვადის გაგრძელებაზე მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის – განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებიდან 5 თვის ვადაში ასეთი განაკვეთები იმოქმედებს:

  • როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, არ აღემატება 100 მეტრს - 3 000 ლარი;
  • როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, არის 100 მეტრზე მეტი და არ აღემატება 1 000 მეტრს – 5 000 ლარი;
  • როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, აღემატება 1 000 მეტრს –10 000 ლარი.

უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის (გარდა მონაცემების ცვლილებისა) – განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში კი შემდეგი საფასურის სანაცვლოდ მოხდება:

  • თუ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება არ ითვალისწინებს ავტორიზებული მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო (ჯამური) სიგრძის ზრდას – 1 000 ლარი;
  • თუ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება ითვალისწინებს ავტორიზებული მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო (ჯამური) სიგრძის ზრდას ან/და ახალი მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის ავტორიზაციას არაუმეტეს 100 მეტრის სიგრძის შემთხვევაში – 3 000 ლარი;
  • თუ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება ითვალისწინებს ავტორიზებული მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო (ჯამური) სიგრძის ზრდას ან/და ახალი მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის ავტორიზაციას 100 მეტრზე მეტი და არაუმეტეს 1 000 მეტრის სიგრძის შემთხვევაში – 5 000 ლარი;
  • თუ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება ითვალისწინებს ავტორიზებული მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო (ჯამური) სიგრძის ზრდას ან/და ახალი მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის ავტორიზაციას 1 000 მეტრზე მეტი სიგრძის შემთხვევაში – 10 000 ლარი.

ცნობისთვის, უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მისაღებად, რკინიგზის სისტემაში მოქმედმა სარკინიგზო საწარმოებმა/ინფრასტრუქტურის მენეჯერებმა, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებმა 2025 წლის 1 მაისამდე უნდა მიმართონ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები