მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სართიჭალაში ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა მოეწყო

62d670ad72aaf
მარიამ იზორია
19.07.22 18:57
1047
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ქართულ-პოლონურმა კომპანია „აგრომაქს დეკორმა“ ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო.

კომპანიამ ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის მოსაწყობად, 500,000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 350,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა.

„ქართულ-პოლონური ინვესტიციით შექმნილ სანერგე მეურნეობაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება ხდება. მაშინ, როდესაც, ძირითადად, იმპორტირებული ნერგებით შენდება ჩვენი ახალი ბაღები, მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვაქვს სანერგე მეურნეობა, რომელიც ბაზარს ადგილობრივი წარმოების ნერგებით მოამარაგებს“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სანერგე მეურნეობაში, სადაც ლურჯი მოცვის 4 ჯიშის 200,000 ერთეული ნერგი იწარმოება, 40 ადგილობრივია დასაქმებული.

ცნობისთვის: „აგრომაქს დეკორი“ სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში რეგისტრირებული კვალიფიციური სანერგეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები