თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „სასახლის ღობის საქმეზე“ ბრალდებულების მიმართ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ორ პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი ფულადი ჯარიმა.
კერძოდ, სასამართლომ ბრალდებულ ნანა სანდერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აბო ნავერიანს 5 წლით პატიმრობა, ხოლო მესამე ბრალდებულს, მარიამ მეყანწიშვილს, სასჯელის სახით ფულადი ჯარიმა განესაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა უარი თქვა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რის გამოც მათი საქმის განხილვა სასამართლოში საერთო წესით დასრულდა.
აღნიშნულ ეპიზოდზე თავდაპირველად 12 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. თუმცა, მათგან 8 ბრალდებულმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა, რის შედეგადაც პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე

























