მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგები

5b7ac7d10efbb
BM.GE
20.08.18 18:00
1049
2018 წლის II კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15 პროცენტი - კახეთში, 14 პროცენტი - შიდა ქართლში, 12 პროცენტი - იმერეთში, 10 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 30 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 127,7 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 34,6 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 65,4 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2366,6 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2018 წლის II კვარტლის განმავლობაში 9686,3 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 45,7 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 33,4 პროცენტი - ფრინველის, 12,9 პროცენტი - ღორის, 7,9 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,1 პროცენტი - სხვაზე. მომსახურება გაეწია 11,5 ათას პირს, საიდანაც 37,3 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1062 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 22.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9,0 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 19,4 ლარი.
2018 წლის II კვარტალში საქართველოში 29 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქ. თბილისში (31,0 პროცენტი) და სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონშია (24,1 პროცენტი) განთავესბული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია შიდა ქართლის (13,8 პროცენტი), ქვემო ქართლის (13,8 პროცენტი), იმერეთის (10,3 პროცენტი), კახეთის (3,5 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის (3,5 პროცენტი) რეგიონში.

2018 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 332 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 98 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 774 კაცით განისაზღვრა. 2018 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 55,0 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 63,8 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 15,4 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 10,2 პროცენტი - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2018 წლის II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 1,8 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3,9 მლნ. ლარი შეადგინა. 2018 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 21,5 მლნ. ლარის ღირებულების (5,0 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (57,1 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 87,1 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (43,8 პროცენტი), თევზეული (28,6 პროცენტი) და ქათმის ხორცი (22,4 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ქათმის ხორცი და თევზეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 69,7 პროცენტს, მაისში - 63,8 პროცენტს, ხოლო ივნისში 60,1 პროცენტს.
2018 წლის II კვარტალში საქართველოში 18 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (50,0 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 16,7 პროცენტი ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 16,7 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11,1 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 5,5 პროცენტი გურიის რეგიონშია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები