მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასაკლაოების მიერ 2023 წლის II კვარტალში 14.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული

ხორცი დაკლული

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში სასაკლაოებში 115.5 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, საიდანაც 38.2% - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 50.5% - ღორი, ხოლო 10.4% ცხვარი და თხა იყო. 

გარდა ამისა, II კვარტალში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 463.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2023 წლის II კვარტალში 14.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული
(იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.4%
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე მოდის, 42.7% - ფრინველის ხორცზე, 25.3% -
ღორის ხორცზე, 1.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 13.7 ათას პირს, საიდანაც 37%
შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში
დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 065 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 33.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 12.7
ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური კი 30 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები