მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლო ფრანგ ბიზნესმენს უკანონო მშენებლობის გამო $64-მილიონიან შატოს ანგრევინებს

5c9cffdb9ca66
მარიამ ადამია
29.03.19 00:05
4133
საფრანგეთის სასამართლო ფრანგ მილიონერს, რომელმაც 10 წლის განმავლობაში უზარმაზარი შატო და ოცნების სახლი აიშენა, ანგრევინებს და აჯარიმებს, იმის გამო, რომ მას მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა. უძრავი ქონების მფლობელს ფიერე დიტერს ზუსტად 18 თვე აქვს, იმისათვის, რომ $64-მილიონიანი სახლი დაანგრიოს და $506,000-ის ოდენობის ჯარიმა გადაიხადოს.

გამოცემა Insider-ის ინფორმაციით, 3000 კვ/მ-ზე გაშენებული შატო, თავიდან მხოლოდ 200 კვ/მ იყო, ეს ის ფართობია, რომელზეც ქონების მფლობელს აშენების უფლება ჰქონდა, დანარჩენი კი მან უკანონოდ, ათი წლის განმავლობაში მიითვისა და ააშენა სახლი, სადაც 18 ლუქს ოთახი, უზარმაზარი საცურაო აუზი, ვერტმფრენის ორი დასაჯდომი სივრცე, შიდა და გარე ბაღებია გაშენებული. ეს ყველაფერი კი იტალიის ერთ-ერთი რეგიონის, ტოსკანას ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი და მდებარეობს ნიცადან 25 კმ-ის მოშორებით.

უზარმაზარი შატოს მფლობელი, სახლს, ხშირად, ქორწილებისთვის, წვეულებებისთვის, ან ფილმისა და სატელევიო შოუების გადასაღებად აქირავებდა და მისი დღიური ღირებულება კი €50,000 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები