"სასამართლო გუდვილის კრედიტორებს კრების მოწვევის საშუალებას არ აძლევს. სს გუდვილი გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფ კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც 28 მილიონმდე ფინანსური ვალდებულება აქვს გასასტუმრებელი, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტიებები კომპანიას გაკოტრების საფრთის წინაშე აყენებს", - აღნიშნულ ინფორმაციას კრედიტორტა კომიტეტის თავმჯდომარე ავრცელებს. ტარიელ ჩოჩიშვილი ’’საქმის კურსთან“ აღნიშნავს, რომ ბევრი კითხვის ნიშანია სასამართლოს არერთგვაროვანი გადაწყვეტიებების მიმართ, რადგან მათი გადაწყვეტილება არასაფუძვლიანია.
"კითხვის ნიშანი სწორედ აქ არის, რომ სასამართლო არაერთგვაროვანი გადაწყვეტიებებით გამოირჩევა. პირველი ინსტანცია ახდენს კრედიტორთა კრების მოწვევას, ხოლო სააპელაციო სასამართლო აუქმებს. ეს რამდენჯერმე განმეორდა და ამ შემთხვევაში მიზეზის დასახელება რთულია, რადგან გადაწყვეტიება საფუძველს მოკლებულია“, - აცხადებს ჩოჩიშვილი.
სასამართლოს მიერ დასახელებულ არგუმენტს ტარიელ ჩოჩიშვილი რეალურ არგუენტად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ კრედიტორთა 10%-ს კრების მოწვევის უფლება კანონის თანახმად აქვს და ამის ერთ-ერთ მიზეზად რეაბილიტაციის მმართველის შეცვლას ასახელებს.
"მათ მიერ დასახელებული არგუმენტი შეუძლებელია რეალურ არგუმენტად ჩაითვალოს იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ კანონის თანახმად კრედიტორთა 10%-ს ნებისმიერ შემთხვევაში კრედიტორთა კრების მოწვევის უფლება აქვს, თუ რა თქმა უნდა, კრედიტორთა კრებაზე დასმული საკითხები კრედიტორთა კრების კომპეტენციას აკმაყოფილებს. კრების მოწვევის ერთ-ერთ მიზეზს ზუსტად რეაბილიტაციის მმართველის შეცვლა წარმოადგენდა, რადგან რეაბილიტაციის გეგმა ვერ სრულდება, რასაც ბოლო ფინანსური ანგარიშები ცხადყოფს. შესაბამისად, კრედიტორთა ჯგუფის ნაწილს რეაბილიტაციის მმართველის შეცვლის და ისეთი რეაბილიტაციის მმართელის მოწვევის სურვილი გაუჩნდა, რომელიც რეაბილიაციის გეგმის განხორციელებას უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, იგი ისეთი უნდა ყოფილიყო, რომელთანაც არ იარსებებდა ის კითხვის ნიშნები, რომელიც დღეს არსებობს, კერძოდ, კი ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით. თუმცა, სასამართლომ ამის შესაძლებლობა არ მოგვცა, გადაწყვეტილება ორივე შემთხვევაში გააუქმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების გაუქმება კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა“, - ამბობს ჩოჩიშვილი.

























