მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლო ხშირად აუქმებს შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებას კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციაზე - იურისტი

ნინო ლიპარტია

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ამბობს, რომ შესყიდვების შესახებ ახალი კანონით შავი სია მკაცრდება.

BMG-ის კითხვაზე, რამდენად პრობლემატურია, რომ შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვედრას კომპანიები სასამართლოში ასაჩივრებენ და თეთრ სიაში ინაცვლებენ, ასევე იგეგმება თუ არა სიახლე ამ მიმართულებით, ლევან რაზმაძე განმარტავს, რომ მიდგომა გამკაცრდება და შედეგად, შავ სიაში მოხვედრილი კომპანიის დამფუძნებელს ახალი კომპანიის დაფუძნება აღარ შეეძლება.

ადვოკატი ნინო ლიპარტია ამბობს, რომ პრაქტიკა სახელმწიფო შესყიდვების დავებთან მიმართებით საქართველოში არსებობს, რომლის მიხედვითაც ხშირ შემთხვევაში უფრო მეტს არა მიმწოდებელი არამედ შემსყიდველი სცოდავს. მისი თქმით, კომპანიები ხვდებიან შავ სიაში, თუმცა სასამართლო გრძელვადიანი პროცესების შემდეგ გადაწყვეტილებას მიმწოდებელი კომპანიების სასარგებლოდ იღებს. მისი თქმით, იქამდე სანამ შავ სიაზე და შავი სიიდან თავის დაღწევის მექანიზმებზე ვიფიქრებთ, მანამდე მხარეებს შორის ურთიერთობებში არსებული ხარვეზები უნდა გამოვიკვლიოთ.

“პრაქტიკაში მქონია მაგალითი, რომ სასამართლოს უთქვამს, რომ შავ სიაში რეგისტრაცია არ იყო მართლზომიერი. სრულიად ახალი შემთხვევაა, რომ სასამართლომ გააუქმა შავ სიაში რეგისტრაციის ბრძანება და განაცხადა რომ თავიდან გაკეთებულიყო წარმოება, იმიტომ რომ სასამართლომ მიიჩნია წარმოება არ იყო სრულყოფილად გამოკვლეული და შესაბამისად, არ იყო სასამართლოსთვის დამაკმაყოფილებელი. მეორე შემთხვევაში კი სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრაციის ის საფუძველი რის გამოც შავ სიაში პირი დაარეგისტრირეს არ იყო მართლზომიერი და გააუქმა შავ სიაში რეგისტრაციის გადაწყვეტილება.

აქედან გამომდინარე სასამართლო ერთვება მთელი თავისი ბერკეტით მაღალი კვალიფიციური დაცვის პირობებში ადგენს რამდენად იყო სახეზე ის საფუძვლები, რომლებიც კანონიდან გამომდინარე სააგენტოს აძლევდა უფლებამოსილებას, რომ მოეხდინა ამ პირის რეგისტრაცია შავ სიაში,” - ამბობს ადვოკატი ნინო ლიპარტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები