მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასამართლო რეფორმა დასაჩქარებელია... ალბათ გამოვიყენებთ უცხოელ მოსამართლეებს"

5c10d51f03513
სალომე მეცხვარიშვილი
12.12.18 13:30
1222
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, სასამართლო რეფორმა დასაჩქარებელია.

ამის შესახებ მან "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი შეხვედრაზე და მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს.

“ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო სასამართლო რეფორმა, რომ კიდევ მეტია გასაკეთებელი და წინ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი სასამართლო სისტემის მუშაობა. ამასთან დაკავშირებით, როგორც იცით, მთავრობა გეგმავს კონკრეტულ ნაბიჯებს, იგივე საერთაშორისო არბიტრაჟის შემოყვანის თვალსაზრისით, კომერციული სასამართლოს შემოყვანის თვალსაზრისით. ანუ ჩვენ სანამ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენი მოსამართლეების კვალიფიკაციას, ალბათ გამოვიყენებთ უცხოელ მოსამართლეებს. ეს ყველაფერი იგეგმება, ამის ტემპი არის მოსამატებელი.

აგრეთვე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სასამართლო პროცესები ჭიანურდება და გამოითქვა სურვილი, რომ რაღაცნაირად რესურსი გავზარდოთ, რათა დაჩქარდეს განხილვები",- აცხადებს ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები