მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნის კანონპროექტს მთავრობა წელს წარადგენს

5b93c5c089054
BM.GE
08.09.18 17:00
774
სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნის შესახებ კანონპროექტს მთავრობა საშემოდგომო სესიაზე წარადგენს. „სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატის შესახებ“ კანონპროექტზე იუსტიციის სამინისტრო მუშაობს.

„იუსტიციის სამინისტრო სასამართლო სისტემაში გეგმავს მორიგი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას, რომლის მიხედვითაც საერთო სასამართლოების სისტემაში შეიქმნება კომერციული კოლეგიები/პალატები, რომლებიც სპეციალიზებული იქნებიან კომერციული დავების სწრაფად და ეფექტურად განხილვასა და გადაწყვეტაში. რეფორმის შედეგად გაიზრდება მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას, ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას. გარდა ამისა, რეფორმის მეორე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება სამოქალაქო სასამართლოების განტვირთვა და საქმეთა დაგროვილი მოცულობის შემცირება”,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები