სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საკითხების განხილვის გაჭიანურების შემაშფოთებელი ტენდენციაა - ამის შესახებ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მომზადებულ ანგარიშშია საუბარი. როგორც საარბიტრაჟო საკითხებში ექსპერტი ჯაბა გველებიანი აცხადებს, დავების განხილვის ეფექტურობა წლების განმავლობაში მცირდება. 2018 წელს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეები დასრულებული საქმეების 68%-ს შეადგენდა, რაც სხვა სამოქალაქო საქმეების დასრულების მაჩვენებელს თითქმის უთანაბრდებოდა. თუმცა, 2022 წლისთვის ეს მონაცემი 34%-ზე ჩამოვიდა. რატომ ჭიანურდება საარბიტრაჟო დავები და რა ნაბიჯებია საჭირო ვითარების გამოსასწორებლად?