მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება WeChat-ის აკრძალვის შესახებ დაბლოკა

5f68b41ca94f8
ნათია თაქთაქიშვილი
21.09.20 23:10
739
აშშ-ის სასამართლომ ქვეყნის ვაჭრობის დეპარტამენტის გადაწყვეტილება Apple-ისა და Google-ის ონლაინ მაღაზიებიდან ჩინური აპლიკაცია WeChat-ის წაშლის შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიელმა მოსამართლე ლორელ ბილერმა მესენჯერის მომხმარებლების სარჩელი განიხილა და გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიიღო.

ვაჭრობის დეპარტამენტის განკარგულებით, WeChat-ი ონლაინ-მაღაზიებიდან 20 სექტემბრის ბოლომდე უნდა წაშლილიყო. მესენჯერი WeChat-ი ჩინურ IT-გიგანტს Tencent-ს ეკუთვნის, რომელსაც თეთრი სახლი ამერიკელებზე ჯაშუშობასა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგადის გავრცელებაში ადანაშაულებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე არც ჩინური აპლიკაცია TikTok-ი დაიბლოკება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები