აშშ-ის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანგულ BNP Paribas-ს 20.5 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრა. როგორც მანჰეტენის ფედერალური მოსამართლე განმარტავს, ბანკს ბრალად ედება სუდანის ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერა და დიქტატორ ომარ ალ-ბაშარისთვის საბანკო სერვისის გაწევა, რაც აშშ-ის სანქციების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.
გარდა იმისა, რომ BNP Paribas-მა სასანქციო რეჟიმი დაარღვია, როგორც გამოძიებიდან ირკვევა, მის მიერ გატარებულ ტრანზაქციებს ალ-ბაშირის მთავრობა ქვეყანაში გენოციდის მოსაწყობად იყენებდა, რაც არსებითად სხვა მასშტაბის დანაშაულს წარმოადგენს და მასთან დაკავშირებით საქმის შესწავლა გაგრძელდება.
სასამართლოს გადაწყვეტილება ინვესტორებმა განსაკუთრებით ნეგატიურად მიიღეს, რამაც BNP Paribas-ის აქციების 10%-იანი ვარდნა გამოიწვია. ამ შემთხვევაში, არსებობს მოლოდინი, რომ გამოძიება გაგრძელდება და ბანკს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესდება, ვიდრე ეს $20.5 მილიონის ჯარიმის გადახდაა.




























