სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
გირაოთი გაათავისუფლეს ონიანთან ერთად დაკავებული, გიორგი გულბანი, მას 13000 ლარი შეეფარდა და ნუგზარ ტვილდიანი ის 12000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს გია ონიანს, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებს: ნუგზარ ტვილდიანსა და გიორგი გულბანს ქუთაისის სასამართლომ გირაო შეუფარდა.
ადვოკატ ლევან მახარაშვილის განცხადებით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი საათის წინ მიიღო და დაკავებულები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც ოჯახი გირაოს თანხას სრულად გადაიხდის.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გია ონიანის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელების: ნუგზარ ტვილდიანის და გიორგი გულბანის დაკავების შესახებ 23 თებერვალს გახდა ცნობილი.




























