ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა. ქადაგიძე 2 თებერვალს დააკავეს 166-ე და 173-ე მუხლებით, პოლიცია მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 173-ე მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან სხვა პირის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან მის სიტყვიერი შეურაცხყოფას.




























