თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტზე ედავებოდა. გამოძიების მტკიცებით, მან დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი სამართალდამრღვევი პირისთვის 2-დან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნანუკა ჟორჟოლიანი საპატიმრო დაწესებულებაში 3 დღეს გაატარებს.

























