მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ ნინო დათაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა

ნინო დათაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული პედაგოგის, ნინო დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეცვალა. პატიმრობის ნაცვლად, მას 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

როგორც ცნობილია, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელსაც დათაშვილის ადვოკატები და თავად ბრალდებულიც დაეთანხმნენ.

„ჩემი გადარჩენაა დღეს ჩემი აქედან გაშვება, მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და ორი ოპერაცია მჭირდება,“ - განაცხადა ნინო დათაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

ნინო დათაშვილი სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისტანციურად ესწრება.

განახლება: აქტივისტების ცნობით, ნინო დათაშვილის გირაოს თანხა, 5000 ლარი 8 წუთში აგროვდა.

პედაგოგი 20 ივნისს დააკავეს 9 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას გულისხმობს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები