ე.წ საბოტაჟის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას საგამოძიებო უწყებისთვის პირადობისა და პასპორტის ჩაბარებაც დაავალა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე 23 იანვარს დატოვა. ვაშაძე პატიმრობაში პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო იყო, რომელსაც თავად ის და ოპოზიციური პარტიები არალეგიტიმურად მიიჩნევს.
ამჟამად პროკურატურა მას საბოტაჟს ედავება. 2025 წლის 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.




























