მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლომ SIGNAL-ის სკანდალის მონაწილეებს მესიჯების წაშლა აუკრძალა

პიტ ჰეგსეტი / ჯეიდი ვენსი

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს კატეგორიულად აუკრძალა იმ შეტყობინებების წაშლა, რომლებიც მათ მობილური აპლიკაცია Signal-ის გამოყენებით გაგზავნეს და მიიღეს. საქმე ეხება იემენში ჰუსიტთა ერთობის დანაყოფზე მიტანილი იერიშის დაგეგმვას, რასაც, როგორც The Atlantic-ის სტატიიდან გაირკვა, მაღალჩინოსნები სწორედ ამ დაშიფრულ სატელეკომუნიკაციო აპლიკაციაში განიხილავდნენ.

მოსამართლე ჯეიმს ბოასბერგის გადაწყვეტილებით, შეტყობინებების შენახვის ვალდებულება დაეკისრათ ისეთ პირებს, როგორებიც არიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი, ტულსი გაბარდი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი. მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ასევე ვრცელდება გამოცემა The Atlantic-ის მთავარ რედაქტორზე, რომელიც ამ მიმოწერაში შემთხვევით აღმოჩნდა.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია American Oversight-ის სარჩელის საფუძველზე მიიღო. აღნიშნული ორგანიზაციის მტკიცებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების Singal-ში განხილვით მაღალჩინოსნებმა “ფედერალური ჩანაწერების აქტი” დაარღვიეს. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად ამ საუბრის მესამე პირის მიერ გაჟონვის ამბავი, რადგან The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი თანამდებობის პირი არ არის და შესაბამისად, ამ ტიპის ინფორმაციას არ უნდა ფლობდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები