მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სასამართლოს არაეფექტურობის გამო ბევრი ბიზნესი ზარალდება"

5b17a555949f5
მაია ბიწაძე
06.06.18 13:10
624
„სასამართლო სისტემის არაეფექტურობის გამო, ბევრი ბიზნესი ზარალდება, ამის გამოსასწორებლად კი არაფერი კეთდება“, - ამის შესახებ ანა დოლიძემ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, გადაცემაში "ქალების ნარატივი“ განაცხადა. მისი თქმით, პრობლემატური საკითხები ეხება დავების გაჭიანურებას, კორუფციის საფრთხესა და დაგროვილ სასამართლო სარჩელებს.

"ძალიან ბევრი ხარვეზია მოსაგვარებელი, მაგალითად, თუ მოსამართლეს ექნება შესაძლებლობა, რომ მან 2-3 წლის განმავლობაში, რაღაც მიზეზით არ განიხილოს ბიზნესდავა, ეს იქნება ბიზნესისთვის ძალიან დამაზიანებელი. ეს იგივეა, როგორც საბაჟოზე გაჩერებული საქონელი, რის გამოც კომპანია ყოველდღე განიცდის ფულად ზარალს. იგივე მდგომარეობაა ინტელექტუალურ საკითხებთან დაკავშირებულ დავების შემთხვევაშიც" - განაცხადა ანა დილიძემ.

მისი თქმით, უამრავი საკანონმდებლო წინადადება არსებობს, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება.
"კომერციული დავების განხილვის თემა ძალიან საჭირბოროტოდ იდგა. ვიწრო სპეციალიზაციასთან გვაქვს პრობლემები. ვებრძვით შესაძლებლობას, რომ სასამართლოს თავმჯდომარემ წინასწარ იცოდეს ორ კომპანიას შორის დავა რომელ მოსამართლეს დაეწერება, რადგან გამოირიცხოს კორუფციის და სხვადასხვა ზეგავლენების მომენტები.

ვიწრო სპეციალიზაციამ სამწუხაროდ შექმნა შესაძლებლობა, რომ თითქმის წინასწარ მოხდეს განსაზღვრა, ვინ იქნება ამ კომერციული დავების შემადგენლობაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის ძალიან ძვირიანი დავები, რომლის ღირებულბაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ჩვენ წარვადგენთ ინიციატივას პარლამენტში, რომ საკითხი დაუბრუნდეს ისევ იუსტიციის საბჭოს. რადგან, დღეს თუ ჩვენ არ გამოვითხოვთ დავის შესახებ ინფორმაციას სააპელაციო სასამართლოდან, საბჭოს ამის შესახებ არაფერი ეცოდინება. ანუ , რეალურად საბჭოსგან ზედამხედველობის ფუნქცია ჩამორთმეულია და დაბრუნებულია ისევ სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარესთან" - განაცხადა ანა დილიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები