მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სასამართლოს დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველო FDI-ს მოზიდვას ცდილობს"

5c4e9d4488355
BM.GE
28.01.19 10:13
795
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი ამბობს, რომ აშშ საქართველოს სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების რეფორმირებას მხარს უჭერს.

უილსონის თქმით, სასამართლო სისტემის დახვეწა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ საქართველოს პრდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უნდა. როს უილსონმა ცვლილების მნიშვნელობის შესახებ აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. 

“ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სასამართლო სისტემის რეფორმის სამი ტალღა გატარდა. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქართველო ცდილობს დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები, როცა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან დაახლოებაა და მის ნაწილად გახდომის სურვილი, როცა საქართველო ცდილობს შექმნას ღია, თავისუფალი და დამოუკიდებელი საზოგადოება.

ამრიგად, ჩვენ მეტად დაინტერესებული ვართ იმ დისკუსიებით, რომლებიც თებერვლიდან განახლდება პარლამენტში. დრო გვიჩვენებს რა პროგრესი ექნება საქართველოს ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის.

უკვე ვისაუბრე სასამართლო სისტემის მხარდაჭერაზე და გეტყვით რომ, წლების განმავლობაში, ჩვენ საგანგებო პროგრამები გვქონდა საქართველოს პროკურატურის მხარდასაჭერადაც. გვინდა, რომ გაძლიერდეს ეს ინსტიტუცია, მეტად გამჭვირვალე იყოს და ცვლილებებს მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოს საზოგადოებაში", - ამბობს უილსონი. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები