მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასამართლოს ერთ მილიონში შეიძლება ხუთი ჩემი გადამიხდია"

5bd2d632aaa57
BM.GE
26.10.18 12:50
937

ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე სატელევიზიო ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ მსხვილ ბიზნესმენებთან საკუთარი ურთიერთობის მოდელი აღწერა. მისი თქმით, ის ცდილობს, რომ ბიზნესმენებმა სასამართლოს გვერდის ავლით, მისი ზედმახდეველობის ქვეშ დაალაგონ ურთიერთობები. 

"დავა TBC ბანკთან, გამოვდინენ ხელმძღვანელები და თქვან, პირველი ინსტანცია მოუგო ჩხარტიშვილმა. ჩემთანაც დამისვია და ჩხარტიშვილმა 100-0 მოუგო. ეს გასაოცარი იყო. იჯდა ხაზარაძე და იჯდა მისი პარტნიორი ჯაფარიძე. მე ამათ მხარეს ვეღარ ვიყურებდი, მე შევეცადე, ჩემი მცდელობაა რომ საქართველოს სასამართლო, ქართული სასამართლო, რომელიც არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი მოსვლის შემდეგ გამყარდა გაცილებით. ამის მაგალითები უამრავი მაქვს. გარე შეფასებები თუ შიდა რომ ავიღოთ. ჩემი ხვეწნა მუდარა და მუქარა თუ გნებავთ, ჩხარტიშვილისადმი იყო ის რომ, ქართულ სასამართლოს, საქართველოს სასამართლოს დღეს არ აქვს ისეთი ხერხემალი, რომ გამოვიდეს და საზოგადოებას დაუმტკიცოს რომ მოვუგე TBC ბანკს, ხაზარაძეს, მოვუგე პატარკაციშვილს. რომ როგორმე გაიწიეთ და მაქსიმალურად დაგეხმარებით. გარეთ მოახერხეთ, ლონდონის სასამართლო. მე მადლობა გადავუხადო ვანო ჩხარტიშვილს. ჩემგან ზარალის მეტი თუ შეაფასებთ ჩვენს ურთიერთობას, მას პრაქტიკულად არაფერი მიუღია. მან გამოიტანა თუ ნახეთ, სასამართლოდან, მეორე ინსტანცია მოგებული, აღარ გაგრძელებულა დავა TBC-სა და ვანო ჩხარტიშვილს შორის. სადაც პირად შეხვედრაზე, რასაც მე სამაგიეროდ ვთავაზობდი რომ სასამართლო დაზოგეთ და აგერ ბიზნესმენები ვართ. მე ჩემი ფულით დაგეხმარებით. ათასჯერ მაქვს ნათქვამი. ბევრს დავხმარებივარ კიდევაც, სხვადასხვა ბიზნესში. არაპირდაპირ, ნაცვლად იმისა რომ არ დაეზარალებინათ სასამართლო და სახელმწიფო. სასამართლოს ერთ მილიონში შეიძლება ხუთი ჩემი გადამიხდია, რომ ეს გამეწია. ყველა ეს დავები რაც იყო სასამართლოში გარეთ გამოვიტანე. ვინმე დაზარალდა ამ დავებიდან? დაზარალდა ვანო ჩხარტიშვილი. რაც შეეხება პატარკაციშვილებს მათ ლონდონში დაასრულეს დავა. პირველ ეტაპზე მე ხელს არ ვართმევდი ჩხარტიშვილს - “სანამ პატარკაციშვილებთან არ დაალაგებ იქამდე ჩემთან არ შემოგესვლება”.

ვანომ [ჩხარტიშვილმა] მოახერხა, ჩემი ზეწოლით და დახმარებითაც. ვანო ჩხარტიშვილი მოიქცა კულტურულად. აფინანსებს დღეს კულტურას,"- ამბობს ივანიშვილი.

[სტილი დაცულია]

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები