იურიდიული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ბიზნესისთვის არბიტრაჟის ინსტიტუტის გამოყენება გართულდა. როგორც კომპანიებში განმარტავენ, სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები არბიტრაჟის მიერ დავების განხილვას ზღუდავს. კერძოდ, როგორც ირკვევა, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მხარის ადვოკატი საარბირტაჟო ცენტრის არბიტრების ჩამონათვალშია, აღნიშნულ არბიტრაჟს უფლება აღარ აქვს დავა განიხილოს. აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობენ თავად საარბიტრაჟო ცენტრებშიც.