სასამართლოში ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მიკროსაფინანსოების მხრიდან 25 სარჩელია შეტანილი, - პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელის გივი კორინთელის განცხადებით, სარჩელების უმეტესობის მიმდინარეობა მსგავსია და ის ეროვნული ბანკის მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაჯარიმებას ეხება, რაც მისოებმა სასამართლოში გაასაჩივრეს.
„პრობლემაა, რომ ბუნდოვანი და ნაჩქარევი დებულებების ჩადება ხდება, რაც ბაზარს საშუალებას არ აძლევს ადაპტირება მოახდინოს კანონთან. მეორე და მესამე დღესვე კი ხდება „დასჯა““, - ამბობს გივი კორინთელი.
ჯარიმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაუწესა.

























