რატომ არის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მნიშვნელოვანი და როგორ არის შესაძლებელი ამ გზით უფლებების დაცვა - სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო, ლოგო, სახელი ან სლოგანი, რომელიც განასხვავებს კომპანიის საქონელს სხვა კომპანიის მსგავსი საქონლისგან. ის ასევე განსაკუთრებულ უფლებას ანიჭებს მფლობელს, რითაც შეუძლია აუკრძალოს სხვა პირებს გამოიყენონ იდენტური ან მსგავსი ნიშანი იმავე საქონლისთვის. ის ასევე იცავს კომპანიას პოტენციური სამართლებრივი დავებისგან, ვინაიდან თუ სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირებული გაქვთ, მინიმალურია რისკი, რომ სხვა პირი შემოგედავოთ ნიშნის გამოყენების კანონიერებაზე. სასაქონლო ნიშნის დაცვასთან დაკავშირებით საკითხების გადაჭრა გაცილებით გამარტივდება საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის. ამას ასოციაციასა და ბეჟაშვილის იურიდიულ ფირმას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, რაც უფასო კონსულტაციას და მათთვის სპეციალურ პირობებს გულისხმობს.
სტუმრები: ლაშა რიჟამაძე - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი;
ზუკა ბეჟაშვილი - BEZHASHVILI ENTERTAINMENT & IP LAW FIRM-ის მმართველი პარტნიორი