„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან “ - ასე ეწოდება სახელმწიფო თანადაფინანსებით ახალ პროგრამას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, სოფლის განვითარების სააგენტომ სასათბურე მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირების ხელშეწყობის მიზნით დაიწყო. ახალი პროგრამის ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს.
უწყებაში განმარტავენ, რომ პროგრამის მიზანს თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს.