მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასაზღვრო პოლიცია ვერტმფრენების რემონტზე 3.3 მილიონ დოლარს დახარჯავს

ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ვერტმფრენების რემონტზე 2.9 მილიონი დოლარის და 400 ათასი ევროს დახარჯვას გეგმავს - შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოცხადდა.

განაცხადის თანახმად, რემონტი უნდა ჩაუტარდეს "მი 8" ტიპის ვერტმფრენებს რომლებიც სასაზღვრო პოლიციის საკუთრებაშია. გასარემონტებელი ტექნიკური დეტალების ჩამონათვალია:

"მართვის კომბინირებული აგრეგატი РА-60 - 2 (ორი) ცალი, ავია-საჰაერო კომპრესორი АК-50Т - 4 (ოთხი) ცალი, მთავარი რედუქტორი ВР-14 - 1 (ერთი) ცალი, დამხმარე ძალური მოწყობილობა ВСУ АИ-9В - 4 (ოთხი) ცალი, ტუმბო-რეგულატორი НР-3ВМ - 1 (ერთი) ცალი, ძრავი ТВ3-117ВМ -1 (ერთი) ცალი, 2 (ორი) ცალი დამხმარე ძალური მოწყობილობის ВСУ АИ-9В-ის რემონტი, ცეცხლმაქრი 1-4-4 - 5 (ხუთი) ცალი, ცეცხლმაქრის პიროვაზნა ПП-3 - 300 (სამასი) ცალი, ჯაჭვი ПР-15,875-2300-1 - 3 (სამი) ცალი შესყიდვა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული მი-8 ტიპის შვეულმფრენებისთვის 2 (ორი) კომპლექტი საჭის ხრახნის 246-3904-000 с 01 (საჭის ხრახნის მილისა, ნახაზის №246-3914-000 - 1 ცალი; საჭის ხრახნის ლოპოტები, ნახაზის №246-3925-00 - 1 კომპლექტი (შედგება სამი ცალი ლოპოტისგან) სახელმწიფო შესყიდვა", - ნათქვამია აღწერაში.

განაცხადის თანახმად რემონტი გამარტივებული წესით ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები