მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასაზღვრო ზონაში ავტოსადგომების მოქმედების არეალი 20 კმ-ით რადიუსით განისაზღვრება

ტრაილერი

ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელიც ეხება სასაზღვრო ზონაში ავტოსადგომების საქმიანობის წესების დარღვევის დაჯარიმებას.

კანონპროექტის მიხედვით, თუ ავტოსადგომი, რომელიც ჩართულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში, დაარღვევს მუშაობის წესს, პასუხისმგებელი პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილება ვრცელდება იმ ავტოსადგომებზე, რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის გამტარი პუნქტიდან 20 კილომეტრის რადიუსში, რაც მოქმედი რეგულაციითაც სწორედ ამ მანძილზეა განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე რადიუსი განსაზღვრული იყო კანონით, ცვლილებებით ტერიტორია მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტროა, ინიციატორი კი "ოცნების" მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები