მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშა ტერნესი - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ასეთი მიდგომით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას

5da07aca5cac9
BM.GE
11.10.19 16:49
1069
„დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესგაერთიანების ყველა წევრმა გამოვთქვით შეხედულებები, თუ სად ვხედავთ გაუმჯობესების საჭიროებას და რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება. მინისტრი ძალიან დაინტერესდა აღნიშნულით და დაგვპირდა, რომ შეისწავლის ამ საკითხებს და შემდეგ შეხვედრებზე მათ კიდევ მივუბრუნდებით. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ასეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას," - განაცხადა გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, საშა ტერნესმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ნათია თურნავას ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრის შემდეგ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით. თუ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნესგარემო, ეს ნამდვილად დადებითად იმოქმედებს ქვეყანასა და მის განვითარებაზე," - განაცხადა საშა ტერნესმა.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს მსხვილი ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელები დაესწრნენ, სადაც იმსჯელეს არსებული ბიზნესგარემოსა და გამოწვევების შესახებ. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალში დარგობრივ ჭრილშიც გაიმართება.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები