მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საშინელ დღეში ვართ" - ქართულ-გერმანული ლოგისტიკის ცენტრის პრეტენზიები მთავრობას

5e9de531431e7
BM.GE
20.04.20 22:02
8441
გთხოვთ გვიშველოთ რაიმე, დაგვეხმაროთ საშვების მიღებაში და მოგვცეთ ფუნქციონირების საშუალება. ქართულ-გერმანული ლოგისტიკური ცენტრი „ბართ ლოგისტიკი“ და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „ვენგო“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, თბილისის მერიას და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს.

შესაბამის განცხადებას "ფეისბუქზე" კომპანიების წარმომადგენელი ლევან ნებიერიძე ავრცელებს. 

"როგორ უნდა ვიმუშაოთ, აღარ ვიცი.

მინდა წარმოიდგინოთ ჩვენი მდგომარეობა ამ სიტუაციაში, რა დღეში ვართ ქართულ-გერმანული ლოგისტიკური ცენტრი „ბართ ლოგისტიკი“ და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „ვენგო“:
10.000 კვადრატული მეტრი საბაჟო საწყობი, სრულიად სავსე საქონლით - მათ შორის კვებისა და სამედიცინო პროდუქტებით.

საბაჟო საწყობი მუდმივი საბაჟო მეთვალყურეობის ქვეშ არის - რაც სხვა ფორმალობასთან ერთად ნიშნავს, რომ სრულად ვართ ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ ვართ, ჩანაწერი 6 თვის განმავლობაში ინახება და მცირე შეცდომის შემთხვევაშიც ჩვენი პასუხისმგებლობა და რისკები ძალიან მაღალია. ამასთან მუდმივია საერთაშორისო ტვირთის გადინება-შემოდინება, რის გამოც ცხადია ოპერაციებს ვერ ვაჩერებთ.

მეტიც, არათუ გაჩერება, არამედ ვალდებულებები გვაქვს საბაჟოსთან საერთაშორისო ტვირთის სწრაფად დაცლა/დატვირთვასა და გაფორმებაზე.

მოკლედ, დამეთანხმებით, რომ ამის გაკეთება ყოვლად შეუძლებელია პერსონალის ადგილზე ყოფნის გარეშე, წარმოუდგენელ პრობლემას ვაწყდებით.

ადგილზე უნდა იყოს დაცვაც, პერსონალიც და მენეჯმენტის ნაწილიც, ვინც ლოგისტიკურ ოპერაციას ზედამხედველობას უწევს. საჭიროა ქალაქშიც გადაადგილება დღის სხვადასხვა პერიოდში - დაცვის და პერსონალის ცვლების შესაცვლელად.

რა თქმა უნდა ყველა რეკომენდაციით მოვაწყეთ სამუშაო ადგილი - დეზობარიერით დაწყებული ნიღბებითა და ხელთათმანებით დასრულებული.

საშინელ დღეში ვართ - ნაწილი თანამშრომლებისა ისედაც გამოგვაკლდა, რაკი ქალაქგარეთ ცხოვრობენ.

ვერ ავიღეთ საშვები - ფიზიკურად ვერავის დავუკავშირდით.

საშვებთან დაკავშირებით მივმართეთ საბაჟო დეპარტამენტს, გადაგვამისამართეს ფინანსთა სამინისტროში, ხოლო ფინანსთა სამინისტროდან გადაგვამისამართეს ეკონომიკის სამინისტროში. იქედან მერიაში.

ურთულესია ამ ნომრებზე რეკვა - საათები გვეხარჯება.

მთელი სამუშაო სულ რამოდენიმე ადამიანზეა გადანაწილებული, რომლებიც საწყობთან ახლოს ცხოვრობს. რა უნდა გააკეთოს თანამშრომელმა, რომელიც 5 კილომეტრს ფეხით გამოივლის სამსახურამდე,

ამას უსამართლობის გრძნობაც ემატება, როდესაც ქუჩაში ასობით მანქანას ვხედავ, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებით, რომლებმაც გაურკვეველია სად და როგორ მოახერხეს საშვების აღება",  – წერ ლევან ნებიერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები