მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება" - გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი

პეტერ ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნებას ეხმაურება. ამის შესახებ მან თბილისში გადაღებულ ფოტოსთან ერთად მოკლე სტატუსი X-ზე დაწერა.

„სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება და სიყვარული მრავალ კეთილ ადამიანს და მეგობარს საქართველოში, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიმიღეს“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ელჩი ფიშერის ბერლინში კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. ორი დღის წინ კი გერმანიის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატი საქართველოში დაბრუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები