პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესია.
,,ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გადავდგით, დაგვეხმარება მივაღწიოთ ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, ეს კი, რა თქმა უნდა, წამოუდგენელია მცირე და საშუალო ბიზნესის გარეშე“, - განაცხადა ბახტაძემ ეკონომიკურ კონფერენციაზე, სახელწოდებით - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.
მისი თქმით, რეფორმებმა, რომელიც უკვე გატარდა, ,,ხელშესახები შედეგები“ მოიტანა.
,,რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი დავოსიდან და ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ყველა პანელზე, რომელიც ეხებოდა განვითარებად ბაზრებს, საქართველო მოჰყავდათ, როგორც საუკეთესო მაგალითი დემოკრატიის ტრანსფორმაციის და ეკონომიკის განვითარებისა, ასევე იმ თამამი რეფორმებისთვის, რომელსაც ვახორციელებთ“, - აღნიშნა ბახტაძემ და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, ქვეყნის მთავარ გამოწვევად სიღარიბე რჩება.
,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ეკონომიკრურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ასევე რეგიონული განვითარება, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ იყოს ფოკუსირებული ერთ-ორ მსხვილ ქალაქში“, - აღნიშნა ბახტაძემ.

























