მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლების დაზღვევა ბიუჯეტს 2 მილიონ ლარამდე დაუჯდება

5a75ed64a494c
მარი როჭიკაშვილი
04.02.18 11:30
1285
ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებას სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს სს ’საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი’ გაუწევს. სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით , სამედიცინო დაზღვევის ინდივიდუალურ პაკეტს მიიღებს 3388 თანამშრომელი და სამინისტროს 1650 სავალდებულო მოსამსახურე.

ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, შედგენილი მომსახურება 85%-იან სადაზღვევო პაკეტს მოიცავს, 15 %- ით გაუმჯობესების შემთხვევაში თანამშრომელი თანხას თავად დაამატებს.

ხელშეკრულება ერთწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 1 760 730 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები