სასკოლო ფორმები, რომელიც 2026-2027 წლიდან დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება, 1 სექტემბრიდან გაიყიდება.
როგორც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს.
მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალი კვირიდან გახდება.
„მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.




























