მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასკოლო მზაობა - რას უნდა მიაქციონ პირველკლასელთა მშობლებმა ყურადღება სასწავლო წლის დაწყებამდე

სასკოლო მზაობა - რას უნდა მიაქციონ პირველკლასელთა მშობლებმა ყურადღება სასწავლო წლის დაწყებამდე
11.09.24 17:33
1167

6 წლისთვის ყველა ბავშვის ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი, ბაღიდან სკოლაში გადანაცვლების მომენტი დგება. ბავშვის ახალ ეტაპზე გადასვლის მზაობა ინდივიდუალური შეფასების საკითხია. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასაკი არ არის სასკოლო მზაობის მთავარი მაჩვენებელი. ის მოიცავს უნარების ფართო სპექტრს, რომელიც დაბადებიდან სასკოლო ასაკამდე ვითარდება, კერძოდ კი სოციო-ემოციურ და კოგნიტურ უნარებს, ენისა და ფიზიკური განვითარების ასპექტებს. სასკოლო მზაობის აუცილებელ პირობებს ასევე განეკუთვნება კონცენტრაციის შენარჩუნების და ამოცანაზე ფოკუსირების უნარი, სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია.

რას მოიცავს წინასასკოლო უნარები და რატომ არის აუცილებელი მათი ქონა პირველკლასელთათვის?

წინასასკოლო უნარების ფლობა და სკოლისათვის ფსიქოლოგიური მზაობა აძლევს ბავშვს საშუალებას ზედმეტი სტრესის გარეშე ადაპტირდეს სასკოლო გარემოსთან, სრულფასოვნად ჩაერთოს სასწავლო პროგრამაში და მიიღოს მაქსიმალური სარგებელი სწავლის და სოციალიზაციის პროცესში.

სოციალურ-ემოციური სფერო მოიცავს თვითკონტროლის ჩამოყალიბებას, დამოუკიდებლობის ასაკის შესაბამისი ხარისხის ქონას, პრობლემების გადაჭრისა და დახმარების მოთხოვნის უნარს, საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობის და გარშემომყოფებთან ურთიერთობის დამყარების უნარებს. ამ უნარების არსებობის შემთხვევაში, ბავშვი ახერხებს სწავლაზე კონცენტრირებასა და თანაკლასელებთან მეგობრული უთერთობის დამყარებას.

კოგნიტური უნარები სწავლისათვის საჭირო საბაზისო უნარებს წარმოადგენს, რაც მოიცავს: აზროვნების და მსჯელობის უნარებს, განზოგადების, მეხსიარების, ანალოგიების გადატანისა და საგნების დაჯგუფების უნარებს.

ენისა და მეტყველების განვითარების საკმარისი ხარისხის შემთხვევაში ბავშვს უნდა შეეძლოს მიმართული მეტყველების ასაკის შესაბამისად გაგება, გააჩნდეს სიტყვათა საკმარისი მარაგი, აზრის ჩამოყალიბებისა და თხრობის უნარები, ასოებისა და ციფრების, ასევე ფერების, ფორმების, ცნობა. ეს უნარები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც აკადემიური უნარების განვითარებაზე, ასევე ბავშვის სოციო-ემოციურ განვითარებაზე.

ფიზიკური განვითარება გულისხმობს მსხვილ და ნატიფ მოტორიკას. მსხვილი მოტორიკის სწორი განვითარება აუცილებელი პირობაა ზრდისა და შემდგომი განვითარებისთვის. ნატიფი მოტორიკა მნიშვნელოვანია წერის, ხატვის და ხელის სხვა ნატიფი მოქმედებების შესასრულებლად. კარგი ფიზიკური განვითარება ასევე ხელს უწყობს სოციალურ კომუნიკაციას: ბავშვი მარტივად ერთვება ინდივიდუალურ და გუნდურ აქტივობებში სხვა ბავშვებთან ერთად, რაც ასევე ხელს უწყობს სოციალიზაციას.

რამდენად დაკავშირებულია სკოლაში დაბრუნება სტრესთან?

სკოლაში ადაპტირების სტრესი მხოლოდ პირველკლასელების პრობლემა არ არის. რიგ შემთხვევებში სექტემბერში სკოლაში დაბრუნება სხვა კლასების მოსწავლეებისთვისაც შეიძლება რთული იყოს. განსაკუთრებით, დაწყებითი კლასების დასრულების შემდეგ, რაც ბევრ ცვლილებასთან არის დაკავშირებული. 2023 წელს ამერიკაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა 71%-ისთვის სკოლაში დაბრუნება საკმაოდ სტრესული იყო. მოსწავლეები აღნიშავდნენ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები (22%), ბულინგი (24%), აკადემიური სირთულეები (26%), შფოთვა და სხვა მენტალური პრობლემების არსებობა (22%). საყურადღებოა დასწავლის სხვადასხვა ტიპის სირთულეები, როგორიცაა კითხვის, მართლწერის, მათემატიკური უნარების განვითარების დარღვევები, ასევე ქცევის და ემოციის მართვის სირთულეები.

როგორ შეუძლია მშობელს დაეხმაროს ბავშვს სასკოლო ადაპტაციაში?

მშობლის როლი ბავშვის სასკოლო ადაპტაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ბავშვის სრული ჩართულობა სასკოლოდ მომზადების პროცესში, მასთან საუბარი, ნდობის მოპოვება, რათა მან თავისუფლად შეძლოს საკუთარი ემოციებისა და განცდების გადმოცემა. მნიშვნელოვანია მშობლების ფსიქოგანათლების გაუმჯობესება, რათა მათ

დროულად ამოიცნონ პრობლემები და სათანადო ყურადღება მიაქციონ მათ შესაბამისის სპეციალისტის დახმარებით.

როგორც აღვნიშნეთ, თითოეული ბავშვის შემთხვევაში, ინდივიდუალურად ფასდება მათი მზაობა სკოლაში შესასვლელად, ამას კი განსაზღვრავს ბავშვთა ფსიქოლოგი სპეციალური შეფასებითი ტესტის საფუძველზე.

სპეციალურად სასკოლოდ ევექსის ქსელსა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავში“ ერთობლივი სასკოლო აქცია საქართველოს ბანკთან ერთად დაიწყო, რომელიც მოიცავს განსაკუთრებულ შეთავაზებებს ბავშვთა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაციაზე, შეფასებებსა და თერაპიებზე.

აქციით სარგებლობისთვის გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე. ფასდაკლების მისაღებად კი მშობელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შვილის sCool Card-ი.

შეგახსენებთ, რომ ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ მდებარეობს ქ. თბილისში, ბახტრიონის 10 ბ-ში.

აქცია ძალაშია 30 სექტემბრის ჩათვლით.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ლინკზე: https://bit.ly/3Z7bdE4



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები