მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასკოლო პროგრამებში ფინანსური განათლების კომპონენტი გამოჩნდება

590c8eb93f85c
BM.GE
05.05.17 19:05
1211
ვაპირებთ, სასწავლო პროგრამების კურიკულუმში ფინანსური განათლების ელემენტების დანერგვას,- ამის შესახებ გადაცემაში "ანალიტიკა" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ფინანსური განათლების ამაღლება საშუალო სკოლებშიცე უნდა დაიწყოს.

"სასწავლო პროგრამებში ვაპირებთ კურიკულუმში ფინანსური განათლების ელემენტების დანერგვას და ამისთვის მადლობა განათლების სამინისტროს, როემლიც აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში. თვითონ კომერციული ბანკების მონაწილეობენ ამაში",- აცხადებს გვენეტაძე.

მისივე თქმით, იგივე ვალდებულება ივნისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები