მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასკოლო ზონები - რას ითვალისწინებს საგზაო უსაფრთოება მოსწავლეებისთვის?

BM.GE
14.07.22 11:36
373
სკოლებთან არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს არ უზრუნველყოფს, არადა ნებისმიერი კლასის სკოლის მოსწავლე საგზაო უსაფრთხოების კუთხით, საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენაა. ამიტომაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა არსებობდეს ე.წ. სასკოლო ზონები, რაც გულისხმობს იმას, რომ სკოლასთან მისასვლელი არ უნდა იყოს ავტომანქანებით გადატვირთული, ბავშვებს არ უნდა უწევდეთ გზის პირდაპირი კვეთა, მაქსიმალურად უნდა ხდებოდეს სიჩქარის კონტროლი, უნდა იყოს მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ბილიკები. მუნიციპალურ დონეზე მსგავსი სამუშაოების განხორციელება ხელს შეუწყობს ბავშვების უსაფრთხოებას და თავიდან აგვაცილებს ფატალურ შემთხვევებს, რომელიც საქართველოს გზებზე საკმაოდ ხშირია. 

სწორედ ამ მიზნით ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ „აღმოსავლეთ ალიანსის უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის“ და „საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მუშაობა უსაფრთხო სასკოლო ზონებთან დაკავშირებული პოლიტიკის ცვლილებისთვის“, რომელიც სხვადასხვა შესაბამისს ზომებს აერთაინებს, ესენია - ქუჩების მოწყობა სიჩქარის შემამცირებელი ელემენტებით, სიჩქარის ლიმიტების განსაზღვრა გზის ფუნქციის მიხედვით, აღსრულების გაუმჯობესება, შიდა სატრანსპორტო ტექნოლოგიების დანერგვა, ცნობიერების ამაღლება.

სტუმარი: ირაკლი იზორია - „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები