მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის კონპონენტი ემატება

58ac272ab7dba
BM.GE
21.02.17 15:39
1394
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის. დღეს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პროგრამას ემატება წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის კონპონენტი. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ახლა უკვე არა მხოლოდ მესაქონლეობის, არამედ მეცხვარეობის და მეთხევეობის დარგის კოოპერატივებსაც შეეძლებათ.

მეცხვარეობის მომთაბარე სპეციფიკიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია კოოპერატივისათვის თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად, მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაცემა, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიე(ებ)ს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 2000 სული ცხვარი (ნერბი).

იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), მას გადაეცემა 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა. საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება წარმოადგენს მონაწილის ვალდებულებას.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები