მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების კანონმდებლობაზე მუშაობა, შესაძლოა, ახალმა საბჭომ დაიწყოს

583409eccc0da
დავით ჯალაღონია
22.11.16 13:02
1194
სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების კანონმდებლობაზე მუშაობა შესაძლოა, ახალმა საბჭომ დაიწყოს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა, კომიტეტთან თანამშრომლობის მიზნით საკონსულტაციო საბჭოს შექმნა იგეგმება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, უცხოელებზე მიწის გასხვისების ახალ მარეგულირებელ ნორმებზე იმუშავებს. "ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს მიმართულება ოდნავ გავაფართოვოთ იმ თვალსაზრისით, რომ დამატებით ექსპერტები ჩავრთოთ. ვფიქრობთ, რომ რამდენიმე საკონსულტაციო საბჭო იქნება და ერთ-ერთი ამ საკითხზეც იმუშავებს", - განაცხადა დანელიამ. მისი განმარტებით, გაფართოებული ფორმატით საკითხის განხილვის მიზანი ისეთი კონფიგურაციის ჩამოყალიბებაა, რომელიც სამუდამო ფორმას მიიღებს, ხელს შეუწყობს ხელმისაწვდომობას და ამავდროულად, ეროვნული ინტერესები დაცული იქნება მთავარია, სწორი ხელმისაწვდომობა იყოს, - აღნიშნა დანელიამ. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმის დაწესების ერთ-ერთი მიზეზი საკანონმდებლო ნორმების დარეგულირება და მიწის კადასტრის სისტემის შექმნა იყო, თუმცა მორატორიუმის ვადა ისე ამოიწურა, რომ პარლამენტს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში" ცვლილებები არ მიუღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები