სოფლის მეურნეობა ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, რადგან განვითარებად ეკონომიკებში ჯერ კიდევ დასაქმების ძირითადი სფეროა, თუმცა სხვა სექტორებთან შედარებით დაბალპროდუქტიულია. ამდენად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული საშუალოდ უფრო ნაკლებ დოვლათს აწარმოებს და უფრო ნაკლებ შემოსავალს იღებს, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებში დასაქმებულები. თუმცა, ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ეკონომიკაში ამ დარგს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია და მეტიც, უამრავი მათგანისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტები მთავარი საექსპორტო საქონელია.