"ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პოზიტიური იყო", - ამის შესახებ TBC (თიბისი ბანკი) გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძე განაცემაში "საქმის კურსი“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, საუბარი იყო "სასტარტო კაპიტალის" სახელმწიფო პროგრამაზე და ბანკებმა გამოთქვეს სურვილი აქტიურად მიიღონ მასში მონაწილეობა.
"ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა საკმაოდ პოზიტიურია და წარმატებულიც იქნება. მისი საშუალებით და ასევე საპენსიო რეფორმის დამტკიცების შემთხვევაში, საშუალო ვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში შეიქმნება ე.წ. "გრძელი ფული", რაც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას", - აღნიშნა ბუცხრიკიძემ. აქვე დასძინა, რომ ჯერჯერობით "სასტარტო კაპიტალის" პროექტის დაწყების ვადებსა და სტრუქტურასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

























