მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასწავლო პროგრამის “ქალები ხელოვნურ ინტელექტში” I ნაკადის მონაწილეებმა ტრენინგი დაასრულეს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მასშტაბური სასწავლო პროექტის “ქალები ხელოვნურ ინტელექტში” პირველი ნაკადის სწავლება დაასრულა. შესაბამისი სერტიფიკატები მონაწილეებს სპეციალურ ღონისძიებაზე გადაეცათ. გადამზადება, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ევროკავშირისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, საწყის ეტაპზე წარმატებით 100-მა გოგომ გაიარა. უკვე შერჩეულია მომდევნო 100 მონაწილეც, რომლებიც მომდევნო 9 თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტისა და ვებდევლოპმენტის მიმართულებებით გადამზადდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები